მაიკლ ჯორდანის 1998 წლის NBA-ის ფინალის მაისური რეკორდულ, 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა

გამოქვეყნდა:

ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაისური, რომელიც მას 1998 წლის NBA ფინალის გახსნისას ეცვა რეკორდულ ფასად - 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის სახლი Sotheby's ამბობს, რომ ნივთმა აღფრთოვანება გამოიწვია სპორტის მოყვარულებსა და კოლექციონერებს შორის.

"დღევანდელი რეკორდული შედეგი... აძლიერებს მაიკლ ჯორდანს, როგორც უდავო G.O.A.T ( ყველა დროის საუკეთესო) ამტკიცებს, რომ მისი სახელი და შეუდარებელი მემკვიდრეობა ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს იყო თითქმის 25 წლის წინ", - თქვა აუქციონის სახლის წარმომადგენელმა.

მაისურის ფასმა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთის ვარსკვლავის, დიეგო მარადონას პერანგისთვის გადახდილ 9,28 მილიონი დოლარის რეკორდს გადააჭარბა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი