რუსეთის ფსბ-ს შეფთან შეხვედრა სისხლის სამართლის დანაშაულია - ხოშტარიას პასუხი გომელაურს

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც საქართველო-რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობასა და საიდუმლო შეხვედრებს ეხებოდა.

მისი თქმით, გუშინ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დააფიქსირა სახელმწიფოს პოზიცია, რომ მსგავსი შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს და დანაშაული არაა. ხოშტარია აცხადებს, რომ სინამდვილეში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და საერთაშორისო პერსონალური სანქციების კონტექსტშიც ჯდება.

"მე მინდა ვუპასუხო გომელაურის კითხვას, არის თუ არა დანაშაული ფსბ-ს შეფთან შეხვედრა და ვუპასუხო კანონით, დიახ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რუსეთის ფბს რომელსაც შექმნილი აქვს სასაზღვრო პოლიცია ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის კონკრეტულად დამნაშავე უწყება, რომელთანაც ურთიერთობები ისჯება კანონით. ასევე, მისი ქმედებები ჯდება სსკ-ის 319-ე მუხლის კონტექსტში და ის ჩადის დანაშაულს, საქართველოს ინტერესების, სახელმწიფოს წინააღმდეგ, გარდა ღალატისა, რაც შეიძლება იყოს პოლიტიკური შეფასება, ეს არის ღალატი სისხლის სამართლის კოდექსით, როდესაც ხდება მსგავსი შეხვედრები", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, ეს ხსნის რატომ არ გამოვლენილა საქართველოში არცერთი რუსი ჯაშუში გასული წლების განმავლობაში, რატომ ესხმის საქართველოს მთავრობა თავს არა ოკუპანტს, არამედ დასავლელ პარტნიორებს, ასევე, კონტაქტებს ევტუშენკოვსა და ბიძინა ივანიშვილს შორის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი