ძალიან სამწუხარო და უხერხული ბრალდებებია ოთხეულის მიმართ - ღუდუშაური დეგნანზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ აშშ-ის ელჩის პოზიცია პარტიიდან გასულ ოთხეულთან დაკავშირებით სამწუხაროა. მისი თქმით, ბრალდებები, რაც "წასულების" განცხადებებთან დაკავშირებით ისმის დაუსაბუთებელი და აბსურდულია.

"ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე ოთხეულის განცხადებები და პოზიცია ყოფილა რუსული ნარატივი. ეს არის ძალიან სამწუხარო და ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხული ბრალდებები, ამავდროულად არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რამეთუ, თქვენ კარგად ხედავთ, რომ მთელი რიგი საკითხები, რომელსაც გნებავთ ეს დეპუტატები აყენებენ, ეს მინდა გითხრათ, რომ არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის იგივე პოზიცია, კითხვა და ასე შემდეგ", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა. 

ელჩმა დეგნანმა გუშინ თქვა, რომ " ოთხეული" აგრძელებს რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი