
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხული მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; 23%-ის აზრით, სწორი მიმართულებით, ხოლო 29%-ის აზრით - საერთოდ არ იცვლება.

NDI ამბობს, რომ ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. იხილეთ:
ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.