
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების შედეგად სომხეთის მხარეს გარდაცვლილია 135 ადამიანი, თუმცა მისივე თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის.
"14 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების არაერთმა წარმომადგენელმა, ჯარისკაცებმა, თავდაუზოგავად შესწირეს სიცოცხლე სამშობლოს დასაცავად. დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 135-ია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი ჯერ არ არის საბოლოო, ბევრი დაშავებულია" - ამბობს ფაშინიანი
სომხეთის თავდაცვის მინისტირის ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში ამ დროისთვის სიტუაცია შედარებით მშვიდია.
შგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. ორივე მხარემ ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულა.
იხილეთ ასევე: