აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო შეტაკებებში დაღუპული 71 ჯარისკაცის სიას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 13-14 სექტემბრის შეტაკებებში სომხეთის საზღვართან, 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. უწყებამ დაღუპულების სია და მონაცემები გამოაქვეყნა. 

რაც შეეხება მსხვერპლის რაოდენობას სომხეთის მხარეს - გუშინ, 14 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანი 105 ჯარისკაცის დაღუპვას ადასტურებდა, თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. ორივე მხარემ ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულა.

ამჟამად კონფლიქტის ზონაში ცეცხლი შეწყვეტილია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი