ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს 20 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გზირიშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. დანაშაული აღიარა ბრალდებულმაც - „დამნაშავე ვარ და პასუხი უნდა ვაგო”, - თქვა მან პროცესზე.

მოსამართლემ სხდომაზე აღნიშნა, რომ  გზირიშვილი უვადო თავისუფლების აღკვეთას იმსახურებდა, მაგრამ რადგან ის დანაშაულის ჩადენის დროს, შეზღუდული შერაცხადობის პირობებში იყო, გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა თბილისში გასული წლის 22 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა ორსულ მეუღლეს, ქეთა კეპულაძეს, დანით 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წაუყენეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი