"ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა" | სომხეთს ОДКБ-ს იმედი აღარ აქვს

გამოქვეყნდა:

სომხეთს ОДКБ-ს იმედი აღარ აქვს - ამის შესახებ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი საუბრობს. ამბობს, რომ ოფიციალურმა ერევანმა ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა, თუმცა მათი თხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ის ფაქტი, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია და რომ აზერბაიჯანის ჯარები სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან სრულად გაიყვანეს, ნიშნავს, რომ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა... 

როდესაც ჩვენ მივმართეთ ОДКБ-ს, სომხეთის სუვერენიტეტის დასაცავად სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური დახმარების იმედი გვქონდა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა მათ მიმართ, მაგრამ ეს ამ დრომდე არ შესრულებულა. ბუნებრივია, ეს ნაწილი ვერ დაგვაკმაყოფილებს, - თქვა მან. 

ОДКБ-ს მისიის პირველი ჯგუფი სომხეთში 15 სექტემბერს გვიან ღამით ჩავიდა"მისიას დაევალა წინადადებების შემუშავება წარმოქმნილი დაძაბულობის დეესკალაციისთვის" - თქვეს მაშინ ОДКБ-ს შტაბბინაში. 

ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ რუსეთის მიერ შექმნილი ალიანსია, რომელშიც ამ დროისთვის 6 პოსტ-საბჭოთა ქვეყანა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებული. ალიანსი იღებს ვალდებულებას, რომ თუ რომელიმე წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმებოდნენ, მტერს შესაბამის პასუხს გასცემდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი