ყირგიზეთის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ტაჯიკეთმა ყირგიზული სოფელი დაბომბა

გამოქვეყნდა:

ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დიდწილად კვლავ ძალაშია. ღამის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეტაკებები არ მომხდარა, თუმცა, ყირგიზეთის ცნობით, ტაჯიკეთმა ღამით ერთ-ერთი სასაზღვრო სოფელი ნაღმტყორცნებით დაბომბა. 

ტაჯიკეთი მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას არ აცხადებს, თუმცა, წყაროების თქმით, სულ მცირე 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე, ტაჯიკეთის მესაზღვრეების ცნობით, 16 სექტემბერს ტაჯიკეთის რამდენიმე სოფელს ყირგიზულმა ვერტმფრენებმა და უპილოტო თვითმფრინავებმა დაარტყეს. 

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე 16 სექტემბერს შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე მდგომარეობა 14 სექტემბერს დაიძაბა. არსებული ინფორმაციით, ტაჯიკმა ჯარისკაცებმა ყირგიზეთის სასაზღვრო ტერიტორია ხუთ ადგილას დაბომბეს. მოლაპარაკებების შემდეგ სროლა შეწყდა, თუმ,ცა დროებით.  დღეს, 16 სექტემბერს, ყირგიზეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ტაჯიკეთმა დაბომბვები სასაზღვრო ზონაში განაახლა, რასაც შეტაკებები მოჰყვა საზღვრის მთელ პერიმეტრზე ბატკენის რეგიონში.

ყირგიზეთის ხელისუფლებაში აცხადებენ რომ ტაჯიკური მხარე იყენებს მძიმე ტექნიკას, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ საარტილერიო სისტემას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი