
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ აღმოჩენილ საერთო სამარხში, ბავშვის ცხედარი იპოვეს. უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, უკრაინელი პატარა, 6 წლის ოლესიაა.
ოფიციალური ინფორმაციით, დეოკუპაციის შემდეგ, იზიუმში მასობრივი საფლავია აღმოჩენილი, სადაც 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. მათი უმეტესობა ნაწამებია. კერძოდ, ყელზე შემოხვეული აქვთ თოკები და ხოლო ხელები შეკრული აქვთ.
უკრაინელი სამხედროები ქალაქ იზიუმში 10 სექტემბერს შევიდნენ და 6 თვიანი ოკუპაციისგან გაათავისუფლეს.
შურისძიება სამართლიანად საშინელი იქნება, ყოველი წამებული სულისთვის - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი რუსული სისასტიკის დამადასტურებელ მორიგ ფაქტებს.