მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იზიუმში შევიდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედია თავიანთ ტელეგრამის არხებში იტყობინება, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ქალაქ იზიუმში შევიდნენ, სადაც ინტენსიური ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.

მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრძოლები უკვე ხერსონიდან 15 კილომეტრშია. 

ასევე ისინი წერენ, რომ წერტილოვანი დარტყმებია მელიტოპოლში, კალანჩაკსა და ხერსონის რაიონში. 

ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა. 

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში თქვა, რომ უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი