იზიუმში, მასობრივ საფლავში, ერთი ოჯახის სამი წევრის ცხედრები იპოვეს

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქში, იზიუმში, მასობრივ საფლავში მთელი ოჯახის ცხედრები იპოვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ბავშვთა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სტოლპაკოვების ოჯახი - 31 წლის ელენა, 33 წლის დიმიტრი და მათი 5 წლის ქალიშვილი ლესია, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვაში მოყვნენ, ხოლო მათი სიკვდილის მიზეზი ნანგრევების ქვეშ, ჟანგბადის ნაკლებობა გახდა.

შეგახსენებთ, რომ დეოკუპირებული იზიუმის მახლობლად აღმოაჩინეს მასობრივი სამარხი, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები იპოვეს. აღმოჩენილია დაახლოებით 445 საფლავი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი