პასუხგაუცემელი კითხვები ბიზნესმენის მკვლელობის ისტორიაში | ბურუსით მოცული საქმე და საქართველოდან გაცეული მოსამართლეები

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვცხოვრობთ კრიმინალურ სახელმწიფოში - სადაც ნებისმიერი შეიძლება გააქრონ" - ეს სიტყვები, არც მეტი, არც ნაკლები, უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ბესიკ ალავიძეს ეკუთვნის, რომელმაც შეიძლება გვიან, მაგრამ გაბედა და ხმა ამოიღო.

მოსამართლეს უსამართლობის გაკეთებას აიძულებენ და გაქრობით ემუქრებიან, თემიდის მსახურნი თავშესაფრის საძებნელად უცხოეთში გარბიან და თავადვე უწევთ აღიარება, რომ უკანონო სისტემის ჭანჭიკებად იქცნენ --ამ პირობებში კი რიგითი მოქალქეები სრულიად დაუცველები რჩებიან და მათ კიდევ უფრო გამძაფრებული აქვთ უსამართლობის განცდა. 

რამდენიმე დღის წინ სასამართლომ ახალგაზრდა ბიზნესმენის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე მის პარტნიორსა და მეგობარს 17 წელი მიუსაჯა. საუბარია რიონში, კასრში ნაპოვნ დანაწევრებულ ცხედარზე, რომელი საქმეც თითქმის ერთი წელი გაუხსნელი იდო პოლიციის თაროზე. შემდეგ კი ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გამოიზიეს.

ერთადერთი მტკიცებულება ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება იყო, რომელიც როგორც სასამართლო მოსმენაზე გაირკვა, პოლიციაში ცემის, ზეწოლისა და ნათესავებზე მუქარის შედეგი იყო. ამ საეჭვო აღიარების დასაწერად კი სამართალდამცველებმა ის პირდაპირ მოიტაცეს.

სასამართლო პროცესზევე ბრალდებულმა  ალიბებიც წარადგინა, რომ მკვლელობის დროს ის თბილისში იყო, კრიმინალური შემთხვევა კი დასავლეთ საქართველოში მოხდა. გაირკვა ისიც, რომ მოკლულს ვიღაცის ეშინოდა და თურმე ფარულად იწერდა საქმიან შეხევდრებს, სადაც ვიღაცები მას ფულს სთხოვდნენ და ემუქრებოდნენ. ოღონდ ამ ადამიანებით და მუქარის მოტივებით არავინ დაინტერესდა. ერთი სიტყვით, ბურუსით მოცულმა სასტიკმა მკვლელობამ სასამართლოს დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი