ნენსი პელოსი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

გამოქვეყნდა:

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ფაშინიანმა დაწერა და შეხვედრის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა. მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაურღვევიათ. 

პარალელურად, დაძაბული ვითარებაა ერევანში, სადაც ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციების შემდეგ, მოქალაქეები ახლა უკვე ОДКБ-ს დატოვებას ითხოვენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

სომხეთს ОДКБ-ს იმედი აღარ აქვს - ამის შესახებ კი 2 დღის წინ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი საუბრობს. ამბობს, რომ ოფიციალურმა ერევანმა ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა, თუმცა მათი თხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა. 

ОДКБ-ს მისიის პირველი ჯგუფი სომხეთში 15 სექტემბერს გვიან ღამით ჩავიდა"მისიას დაევალა წინადადებების შემუშავება წარმოქმნილი დაძაბულობის დეესკალაციისთვის" - თქვეს მაშინ ОДКБ-ს შტაბბინაში. 

ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ რუსეთის მიერ შექმნილი ალიანსია, რომელშიც ამ დროისთვის 6 პოსტ-საბჭოთა ქვეყანა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებული. ალიანსი იღებს ვალდებულებას, რომ თუ რომელიმე წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმებოდნენ, მტერს შესაბამის პასუხს გასცემდნენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი