ბაიდენის თქმით,  ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ ტაივანს დაიცავს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ს ძალები ტაივანს დაიცავენ. 

CBS-თან ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვაზე დაიცავდა თუ არა აშშ ტაივანს თავდასხმის შემთხვევაში, პრეზიდენტმა უპასუხა: "დიახ, თუ რეალურად მოხდება უპრეცედენტო თავდასხმა".

თუმცა, ბაიდენმა იქვე აღნიშნა, რომ აშშ "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის ერთგული რჩება.

"არსებობს ერთი ჩინეთის პოლიტიკა და ტაივანი საკუთარ დამოუკიდებლობაზე გადაწყვეტილებას თავად იღებს. ჩვენ არ ვახალისებთ მათ დამოუკიდებლობას, ეს მათი გადაწყვეტილებაა", - თქვა მან. 

აშშ არ ცნობს ტაივანს ცალკე სახელმწიფოდ და არ აქვს მასთან დიპლომატიური კავშირები. თუმცა ისინი ინარჩუნებენ მჭიდრო ურთიერთობებს. ტაივანთან ურთიერთობის აქტის ფარგლებში, აშშ ქვეყანას სამხედრო თავდაცვით საშუალებებს აწვდის.

ცნობისთვის, გასულ თვეს აშშ-ს  წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი