ოკუპანტები კახოვკას ხიდის შეკეთებას ცდილობენ - მედია

გამოქვეყნდა:

Planet Labs-ის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, უკრაინული მედია წერს, რომ რუსი ოკუპანტები კახოვკას ჰესთან არსებული ხიდის შეკეთებას ცდილობენ, რათა ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე გადაიყვანონ. 

სურათზე, რომელიც 16 სექტემბერსაა გადაღებული, ჩანს გადასასვლელები, რომლებიც 2 კვირის წინ არ ჩანდა სატელიტურ ფოტოებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტებმა ისინი ახლახან ააგეს.

მედიის ინფორმაციითვე,  ჯერ ნაადრევია მსჯელობა, რამდენად წარმატებულია ოკუპანტების სამუშაოები. სურათები აჩვენებს, რომ მარჯვენა სანაპიროზე გადასვლა სრულად არ არის აღდგენილი.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა "კახოვსკაია ჰესის" ტერიტორიაზე ცხრა ვაგონი ჩაძირეს გადასასვლელის შემდგომი მშენებლობისთვის.

სამხრეთ უკრაინაში, დნეპროზე ხიდებით ოკუპანტები სექტემბრიდან ვეღარ სარგებლობენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების არაერთი დარტყმის შედეგად ტექნიკის გავლა იქ შეუძლებელი გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი