არსებული ინფორმაციით, ნოვაია კახოვკას ხიდი მთლიანად ჩანგრეულია 

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად, ნოვაია კახოვკას ხიდი მთლიანად ჩანგრეულია. ამის შესახებ დამოუკიდებელი გამომძიებელი ბენჟამინ პიტეტი Twitter-ზე წერს. 

ის სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ საგზაო ხიდი ჩამონგრეულია. აქვე, განმარტავს, რომ დაზიანებულია ახლომდებარე სარკინიგზო ხიდიც. 

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს აგვისტოს დასაწყისში დაარტყეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი