
"არ მინდა მოვკვდე", "თავისუფლება ქალებს" - ამ ლოზუნგებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები ირანში გრძელდება.
სტუდენტები 22 წლის ქალის მკვლელობაში ადგილობრივ პოლიციას ადანაშაულებს. აქციის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ აქციაზე მყოფი ქალები ჰიჯაბს და თავსაბურავს იხსნიან და თმას იჭრიან
სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობისთვის, ირანელი უფლებადამცველი ქალი, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მორალის პოლიციამ "თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის" ბრალდებით დააკავა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. თავის მხრივ პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის "მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები" გაუჩნდა.
ქალის ოჯახი კი ამბობს, რომ ის ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.