"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, პირი, რომელიც ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეიჭრა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც წლების განმავლობაში პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული. "მთავარს" წყარო ატყობინებს, რომ თავდამსხმელს ბევრი ვალი და ფსიქიკური პრობლემები აქვს.
ინფორმაცია დადასტურებული არაა.
შსს-ს ჯერჯერობით არ უთქვამს, იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე სპეცოპერაცია გრძელდება. ერთი პირი ბანკში დილით შეიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, მას 12 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.