ხმაურია ირანში | 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო დაწყებულ აქციებს 3 პირი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ირანში, უფლებადამცველი ქალის, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. Reuters-ის ინფორმაციით მასობრივი გამოსვლებისა და არეულობის დროს 3 ადამიანი დაიღუპა.

ასევე, ვრცელდება ინფომაცია, რომ ირანში პროტესტის მონაწილეები აიათოლა ხამენეის რეზიდენციაში შეიჭრნენ. 

შეგახსენებთ, რომ ირანელი უფლებადამცველი ქალი, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც  მორალის პოლიციამ "თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის" ბრალდებით დააკავა. არსებული ინფორნაციით, ის პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის "მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები" გაუჩნდა. 

ქალის ოჯახი კი ამბობს, რომ ის ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო. 

იხილეთ ასევე: 

ირანში გარდაიცვალა უფლებადამცველი ქალი, რომელსაც დაკავებისას მორალის პოლიციამ სცემა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი