კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი არ პასუხობს "მთავარი არხის" შეკითხვას, სად არის ამჟამად უძველესი ადამიანის კბილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.
"მთავარის" ინფორმაციით, კბილი გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიტანა. წულუკიანი კი ამტკიცებს, რომ მანამდე ის არასათანადო ადგილას ინახებოდა, ახლა კი "დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული".
"ეს კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული და დაცულია სამწუხაროდ, მხოლოდ გუშინდელი დღიდან. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა....
მესმის, რომ თქვენ გყავთ ა.წ უკვე ციხეში მყოფილი ყოფილი პროკურორი უფროსად, მაგრამ თქვენ არავის დაუნიშნიხართ ჩემს პროკურორად, ამიტომ არ ვარ ვალდებული თავი ვიმართლო. მესმის, რომ ნერვიულობთ, რომ მეტ ინფორმაციას არ გაძლევთ, მე გეუბნებით, რომ სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მხოლოდ გუშინდელიდან, სავარაუდოდ ეს უდიდესი აღმოჩენა, რომელიც უნდა ყოფილიყო მუზეუმში, გენერალურმა ინსპექციამ ამოიღო კერძო პირის ბინიდან, არის იქ სადაც უნდა იყოს, ამგვარი მოპყრობა დიდი არქეოროგიური აღმოჩენებისადმი სრულიად დაუშვებელია", - თქვა წულუკიანმა.