ირანში გამართულ საპროტესტო აქციაზე 9 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ირანში გამართულ საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ერთი 16 წლის ბიჭია, რომელსაც ტყვია მაშინ მოხვდა, როცა უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.

პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, მათ შორისაა დედაქალაქი თეირანი.

დემონსტრაციების მიზეზი ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალება გახდა. გაერო ოფიციალურ თეირანს მოუწოდებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცეს, მომხდართან დაკავშირებით კი, ობიექტური გამოძიება დაიწყოს. 

მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გულის შეტევა დაემართა,  რასაც გარდაცვლილის მამა უარყოფს. ის ამბობს, რომ შვილს ფეხებზე სისხლჩაქცევები ჰქონდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი