ცენტრალურ აზიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, შესაძლოა, ჯარში გაიწვიონ

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი, კირილ კაბანოვი Telegram-ში წერს, რომ მზადდება დოკუმენტი ცენტრალური აზიის მცხოვრებლებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

საუბარია პირებზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა 10 წელზე ნაკლები ხნის წინ მიიღეს. 

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, ჩვენ ვამზადებთ წინადადებებს რუსეთის ფედერაციის ახალი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 10 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში ერთი წლის განმავლობაში ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. სამხედრო მოვალეობის შესრულებაზე უარი უნდა მოჰყვეს რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას არა მხოლოდ სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელ პირს, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც", - ნათქვამია განცხადებაში. 

მისი თქმით, ეს იქნება ადეკვატური პასუხი ზემოაღნიშნული ქვეყნების ხელისუფლების ოფიციალურ აკრძალვაზე უკრაინაში საომარ მოქმედებებში მათი მოქალაქეების ნებაყოფლობით მონაწილეობასთან დკავშირებით, რისთვისაც მათ სამშობლოში ემუქრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი