ყაზახეთმა, უზბეკეთმა და ყირგიზეთმა რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა აუკრძალეს

გამოქვეყნდა:

ყაზახეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში თავიანთი მოქალაქეების მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან

21 სექტემბერს რუსეთში ყირგიზეთის საელჩომ თავის მოქალაქეებს აცნობა, რომ უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შემთხვევაში, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ყირგიზეთის, რუსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც მოუწოდებენ ნებისმიერ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისკენ, საელჩო ურჩევს დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ თავიანთი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას.

ომში წასული პირებს თავისუფლების აღკვეთა 5-10 წლამდე ვადით ემუქრებათ, ასევე შესაძლებელია ქონების ჩამორთმევაც.

ანალოგიური პოზიცია დაიკავა უზბეკეთისა და ყაზახეთის ხელისუფლებამაც.

რუსეთში უზბეკეთის საელჩომ განაცხადა, რომ ქვეყნის მოქალაქეებს უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე 
საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის და/ან მოხალისეთა ბატალიონების შექმნისთვის  სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ყაზახეთში იგივე დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 9 წლამდე, რაც გათვალისწინებულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლით.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამთავრობო ტელევიზიით გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.

ცნობისთვის, ყაზახეთი და ყირგიზეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, იგივე ОДКБ-ს წევრი ქვეყნები არიან. ეს რუსეთის მიერ შექმნილი ალიანსია, რომელშიც ამ დროისთვის 6 პოსტ-საბჭოთა ქვეყანა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებული. ალიანსი იღებს ვალდებულებას, რომ თუ რომელიმე წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმებოდნენ, მტერს შესაბამის პასუხს გასცემდნენ. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი