საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს - ამის შესახებ ინფორმაცია ერგნეთის შეხვედრის დაწყებამდე გავრცელდა, რომელსაც სუს-ში ადასტურებენ.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, გელა იობაშვილი პერევიდან გაიტაცეს, ხოლო ნუკრი კალაშნიკოვი ქარელიდან. ორივე მათგანი მიმდინარე თვეში დააკავეს და უკვე 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

რაც შეეხება ცხინვალის ციხეში მყოფ სხვა უკანონო პატიმრებს, როგორც ირკვევა ჩხიკვაძეს 3 წელი და 8 თვე მიუსაჯეს, ხეთერელს წელიწადი და 2 თვე, ნათაძეს კი 3 წელი და 6 თვე.  მათ უპირობო გათავისუფლებას ოფიციალური თბილისი დღეს მოითხოვს, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრაზე ასევე გააპროტესტებენ ბორდერიზაციას, რომელმაც გორის და ქარელის მუნიციპალიტეტში სისტემატური სახე მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი