"რეფერენდუმი სიყალბეა..." | რას ფიქრობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელები

გამოქვეყნდა:

უკვე მეორე დღეა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი იმართება. რუსული პროპაგანდისტული მედია დილიდან ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, ოთხივე ოლქში  ამომრჩეველთა აქტივობამ 87% -ზე მეტი შეადგინა. რუსული არხების მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სურთ, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას.

განსხვავებულია მოსახლეობის განწყობა.ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქში ე.წ. რეფერენდუმი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ზაპოროჟიეში მოსახლეობა ამბობს, რომ რეფერენდუმი არალეგიტიმურია და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ:

"ეს რეფერენდუმი სიყალბეა, არსად ვაპირებ წასვლას. ძალიან გთხოვთ არ მიხვიდეთ ამ რეფერენდუმზე, არ წამოეგოთ რუსების პროვოკაციას ჩვენ ეს არაფერში გვჭირდება", - ამბობს ადგილობრივი.

"სისულელეა, ვინ მისცემს ამ რეფერენდუმს ლეგიტიმაციას, ეს ჩვენი ტერიტორიაა და რისთვისაა საჭირო ეს რეფერენდუმი", - თქვა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.

"არასად წასვლას არ ვაპირებ, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ჩვენ მალე დავიბრუნებთ", - ამბობს ზაოროჟიეში მცხოვრები.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლი რეფერენდუმში სასურველი შედეგის მიღწევას დაშინებითა და ზეწოლით ცდილობს.

"ფსევდო-რეფერენდუმის პირველივე დღეს მარიუპოლში 27 სამხედრო სატვირთო შევიდა.  რუსები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებით ძალების მობილიზებას ცდილობენ რადგან იციან, რომ ხალხს არ სურს ამ რეფერენდუმზე მისვლა. თავად რეფერენდუმი კი ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, ოთხკაციანი მობილური ბრიგადა კარდაკარ დადის, მათგან ორი სამხედროა ავტომატებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეფერენდუმი დღეს დაშინებისა და სიკვდილის შიშის ქვეშ მიმდინარეობს, - თქვა მარიუპოლიც მერის მრჩეველმა პიტერ ანდრიუშენკომ.

ამავე თემაზე: 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი