ირანში ინტერნეტი გათიშეს

გამოქვეყნდა:

ირანში ინტერნეტი გათიშეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივები გვაწვდიან. 

მანამდე, 22 სექტემბერს ქვეყანაში Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდეს, რაც ბოლო სოციალური ქსელები იყო, რომლებიც ქვეყანაში ფუნქციონირებდა.

გარდა ამისა, მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კავშირი ირანის მობილური ტელეფონის პროვაიდერმაც დაკარგა.

ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ კი SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ირანში Starlink-ების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა. 

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის უფლებადამცველი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, ბოლო ინფორმაციით საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 31 ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი