რუსული FSB ადასტურებს, რომ ლარსზე ჯავშანტრანსპორტიორი გაუშვეს - რას ამბობს უწყება

გამოქვეყნდა:

რუსული FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საგუშაგოზე ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნეს. უწყება ამბობს, რომ საგუშაგოს მოწყობის შესახებ გავრცელებული ცნობები ყალბია.

რუსული მახრე ამბობს, რომ საზღვარზე რუსი ჯარისკაცები იმიტომ გაიგზავნენ, რომ ქვეყნიდან გასვლის მსურველებმა ტერიტორია საბუთების გაფორმების გარეშე არ დატოვონ.

"ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არ მოძრაობს საგუშაგოს დასაყენებლად, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე. მხოლოდ ამ მიზნით, არ იქნება საგზაო ბლოკირება", - აღნიშნა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

რუსული მხარე ამბობს, რომ ახლა საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და  სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა. იხილეთ: 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი