"საქმე აღძრეს ფბზე, ჩემი საჯარო პოსტის საფუძველზე" - მუმლაძე სანაიას დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ს წევრის, თენგო სანაიას დაკავებას სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე ფეისბუქით ეხმაურება და წერს, რომ საქმე მისი საჯარო ფეისბუქ პოსტის საფუძველზე აღიძრა. მუმლაძე ენმ-ს წევრებს მიზანმიმართული ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს: 

"ნაცმოძრაობის ზოგიერთი წევრი, ავრცელებს, რომ მე პროვოკაცია მოვუწყვე თენგო სანაიას და ამის შემდეგ დამემუქრა ის.
რომელიც დააკავეს დღეს, საქმე აღძრეს ფბზე, ჩემი საჯარო პოსტის საფუძველზე.
დაიდოს ფაქტი, ვის რა პროვოკაცია მოვუწყვე!
განსაკუთრებით, ბაჩო დოლიძე ავრცელებს მიზანმიმართულ ტყუილებს!
პროვოკატორი ვინცაა, კი ჩანს სინამდვილეში!
იარაღით შუბლის გახვრეტით მემუქრება, რათა პასუხი გამეცა.
ამ უბინძურეს ბრძოლაში, აუცილებლად გავიმარჯვებთ!" წერს გიორგი მუმლაძე.

შეგახსენებთ, თენგო სანაია გიორგი მუმლაძემ მუქარაში დაადანაშაულა და ე.წ. სქრინებიც გაავრცელა. ერთ-ერთ სქრინში ჩანს, რომ სანაიამ მუმლაძეს იარაღის ფოტო გაუგზავნა და მიწერა - "ამის გემოს გაგასინჯებ".  

სანაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ოფიციალური განცხადება შსს-ს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი