ენმ-ს წევრი, თენგო სანაია დააკავეს. ინფორმაციას ენმ-ს აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია ავრცელებს:

"თენგო სანაიას სახლში ჩატარდა ჩხრეკა, დაკავებულია თენგო და ჩემი ინფორმაციით გადაიყვანეს ისანი-სამგორის სამმართველოში, ძალიან მალე ვიქნები ადგილზე! შევიკრიბოთ სამმართველოსთან!" წერს ის.

შეგახსენებთ, თენგო სანაია სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ მუქარაში დაადანაშაულა და ე.წ. სქრინებიც გაავრცელა. ერთ-ერთ სქრინში ჩანს, რომ სანაიამ მუმლაძეს იარაღის ფოტო გაუგზავნა და მიწერა - "ამის გემოს გაგასინჯებ".  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი