ვინ შეაფასებს ომბუდსმენობის კანდიდატებს - სია ცნობილია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია.

9-კაციანი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდება:

  • დავით ასათიანი - საქართველოს ადვოკატთა ასოცუაცია, თავმჯდომარე;
  • თამარ ზარანდია - თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
  • ნათია კუპრაშვილი - რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
  • ლარისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე;
  • ელენე რუსეცკაია - ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დირექტორი;
  • არნო სტეპანიანი - მრავალეროვანი საქართველო, თავმჯდომარე;
  • ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, თავმჯდომარე
  • ეკა ციმაკურიძე - დემოკრატიის ინდექსი, თავმჯდომარე;
  • ლევან ცუცქირიძე - აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი.

შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასებაა.  სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს - კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის კანდიდატები დღეს წარადგინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი