არ ვაპირებთ მიმართვას საქართველოსა და ყაზახეთისთვის, ჩვენი მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

გამოქვეყნდა:

რუსეთის  თავდაცვის სამინისტროს არ მიუმართავს და არც აპირებს მიმართოს ყაზახეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს, რუსეთიდან წასული მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად.

"რუსეთიდან წასული მოქალაქეების რუსეთში იძულებით დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია, არ მოუმზადებია და არ აპირებს არანაირი მიმართვების გაგზავნას საქართველოს, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებისთვის“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

დღეს ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარატ ახმეჟანოვმა  განაცხადა, რომ მობილიზაციისთვის ძებნილი მოქალაქეები რუსეთში ექსტრადირებული იქნებიან, თუ ისინი ძებნილთა სიაში მოხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ  პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსები ყაზახეთსა და საქართველოში გამორბიან. 21 სექტემბრიდან ლარსის გამშვებ პუნქტზე კილომეტრიანი რიგებია. შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს თქვა, რომ დღეში 10 000-მდე რუსეთის მოქალაქე შემოდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი