დღეში შემომსვლელი რუსების რაოდენობა 10 ათასამდე, სადღაც 40-45%-ით გაიზარდა - გომელაური

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელუარი ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში 250 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

გომელაურ ამბობს, რომ რუსეთიდან საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობამ დაახლოებით 40-45%-ით მოიმატა. 

"რაც შეეხება 250 ათასი ადამიანის შემოსვლას, ეს არასწორია, ტყულია, მაგდენი არ შემოსულა და საიდან მიგაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ ოყო, 5 თაასიდან 6 ათას ადამიანამდე შემომსვლელი. ახლა გაიზარდა 10 ათასამდე, სადღაც 40-45%-ით მოიმატა.

გუშინ ღამე 10 ათასზე ცოტა ნაკლები იყო თუ არ ვცდები, გასვლით გადის დაახლოებით 60%. რომ ვთქვათ, რომ დღეს ყველაზე დიდი ციფრებია ასე არ არის", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს საზრვართან ისევ სამანქანო რიგებია. რუსეთის მოქალაქეები მეზობელ სახელმწიფოებში ქვეყნიდან მას შემდეგ გარბიან, რაც პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. 

რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოდინების გამო ოპოზიციის ნაწილი, ასევე სამოქალაქო სექტორი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი