EU უკრაინაში ჩატარებული "რეფერენდუმების" გამო, რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი უკრაინის 4 ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. "რეფერენდუმების" ორგანიზატორებს სანქციებს უწესებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივანმა, პიტერ სტანომ განაცხადა. 

"ამას შედეგები მოჰყვება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უკანონო, არალეგიტიმურ რეფერენდუმებში მონაწილეობს“, - აცხადებს პიტერ სტანო.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ კი განაცხადა, რომ საფრანგეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ორგანიზებულ ფიქტიურ რეფერენდუმებს 

"მე დავარწმუნე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება საფრანგეთის მხრიდან სრულ ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არასოდეს აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ფიქტიურ რეფერენდუმებს" - წერს კოლონა twitter-ზე

 

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს, რუსების მიერ, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. "რეფერენდუმების“ ჩატარების გამო, ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი