გარიგდნენ, ეს არის ფარისევლობა - პაპუაშვილი NGO-ებზე და ომბუდსმენობის კანდიდატებზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც სახალხო დამცველის კანდიდატურები შეარჩიეს და დაასახელეს გარიგებაში სდებს ბრალს. პაპუაშვილი მათ გამჭვირვალობას უწუნებს:

"ორგანიზაციები, რომლებიც ხან პარლამენტს, ხან მთავრობას, ხან პარტიებს მიუთითებენ, რომ რაღაც პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იყოს კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საჯარო, დახურული, არაგამჭვირვალე, პროცესით, კრიტერიუმების გარეშე, რაღაცნაირად გარიგდნენ რომელიღაც კანდიდატებზე. ფაქტობრივად, ეს ადასტურებს იმას, თუ როგორი კრიზისი არის სამოქალაქო სექტორში. ისინი თავად ვერც კი სწვდებიან იმ თამასას, რომელსაც ისინი სხვას უყენებენ. ერთი განხილვაც კი არ ჰქონიათ საჯარო, არც კი უთქვამთ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით არის ეს. არავის შეეძლო საკუთარი ინიციატივით მიემართა, რომ მისი კანდიდატურა განეხილათ. ეს არის ფარისევლობა." თქვა პაპუაშვილმა.

არასამთავრობოები ომბუდსმენის კანდიდატებზე შეჯერდნენ. ისინი პარლამენტს ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს წარუდგენენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი