
უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ რუსეთი საკუთარ სამხედროებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეს რაიონებში იმყოფებიან, რადიაციისგან თავდასაცავად, იოდის აბებს და სპეციალურ ქიმიურ საშუალებებს ურიგებენ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ამ დრომდე ოკუპანტების ხელშია. რუსი სამხედროები დროდადრო ბომბავენ ტერიტორიას. მსოფლიო საზოგადოება ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებულ ზონის შექმნას ითხოვს, თუმცა რუსეთი უარზეა. ბოლო ინფორმაციით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო [IAEA] ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხო ზონის შექმნასთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო.