იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი? ამ კითხვაზე მმართველი გუნდის წევრები მხოლოდ ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლებიან და ამბობენ, რომ ეს თავად ივანიშვილის გადასაწყვეტია.
პრემიერ მინისტრის დღევანდელ ბუნდოვან განცხადებაზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რომელიც ამბობს, რომ გიორგი გახარიას ეს არ უთქვამს, თუმცა მისივე თქმით, "არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება". გარდა ამისა, მდინარაძე ირწმუნება, რომ "ოცნებაში" ჯერჯერობით სიის პირველ ნომერზე საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა
არ უთქვამს გიორგი გახარიას რომ იქნება. ეს არის პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. პირველი სიტყვა უნდა თქვას თავად ბიძინა ივანიშვილმა. მე დაგიდასტურებთ ერთადერთ რამეს, რომ პარტიაში პირველ ნომერზე კონსულტაციები არ ყოფილა - ამბობს მდინარაძე.
რაც შეეხება "ოცნების" სხვა წევრებს, ინფორმაცია ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე არც მათ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ გაუხარდებათ. სოფო კილაძეს ივანიშვილის გარეშე "ქართული ოცნება" ვერ წარმოუდგენია, თუმცა თვლის, რომ მმართველ პარტიას საშველი არაფერი აქვს
მაშველი რგოლი ხომ არ იქნება ბიძინა ივანიშვილიო და ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების სათავეში და ის მაინც არის ქართული ოცნების გუნდთან რაც არ უნდა იყოს და საშველი ქართულ ოცნებას ზოგადად არაფერი არ სჭირს. ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების განუყოფელი ნაწილი. მის გარეშე მე ვერ წარმოუდგენელია ქართული ოცნება - ამბობს კილაძე
არ უჭირს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა-არგამოჩენა არ იქნება რამე გაჭირვება, ან არგაჭირვებასთან დაკავშირებული - ამბობს კახა კუჭავა.
რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა... - ასე უპასუხა დრეს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში ბიძინა ივანიშვილი.
"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატები ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება მოუწევს. მათი თქმით, ივანიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მას ამომრჩევლის მოტყუება აღარ გამოუვა.