რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა... როგორც კი საჭირო იქნება, მოვიწვევთ უსაფრთხოების საბჭოს - დარახველიძე 

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ დღეს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან ყველა პასუხისმგებელი უწყება აკონტროლებს ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას. 

დარახველიძე ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოქალაქეების ნაკადი ნამდვილად გაზრდილია. 

"გაზრდილია ნაკადები ლარსის გამშვებ პუნქტზე. თუკი სტანდარტულად დღის განმავლობაში იყო 5 000-6 000 რუსეთის მოქალაქე შემომსვლელი, ბოლო პერიოდში გაიზარდა 40-45%-ით ამ ადამიანების რაოდენობა. ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა, თუკი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, არის გარკვეული ინფორმაციები ამა თუ იმ პირის შესახებ, რომელმაც შეიძლება შეუქმნას საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებას, ბუნებრივია, ხდება უარის თქმა და არ გაშვება საზღვარზე. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იქ არსებულ ვითარებას, დამატებით ძალები გადაგზავნილ იქნა ლარსის გამშვებ პუნქტზე. 

რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, როგორც კი საჭიროება იქნება, მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. თუმცა მანამდე ყველა სამართალდამცავი უწყება მუდმივად ახდენს რისკების ანალიზს და შესაბამისი ღონისძიების განხორციელებას"- ამბობს შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შს მინისტრს შეხვდა და უთხრა, რომ მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში უსაფრთხოების საბჭო იქნას მოწვეული. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი