
პარტია გირჩი-მეტი თავისუფლება დღეს, 20:00 საათზე ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით ბელარუსის საელჩოსთან აქციას გამართავს. აქცია კრწანისის ქუჩა N18-ში გაიმართება.
ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.