
ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის სიტყვებით, მას ეეჭვება, რომ ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ლუკაშენკოს შეზღუდვები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესდება.
"თუ ლუკაშენკო იქ არ იმყოფება, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ - ალბათ, არაფერია პასუხი. თუ იმყოფება, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს, ამაზე პასუხს სცემს ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის გარკვეული შეზღუდვების ქვეშ შეიძლება მოექცეს ბატონი ლუკაშენკო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ დრომდე ნამდვილად არ გვქონია პრობლემა ბელორუსიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და მეეჭვება, რომ ამ შემთხვევაში ბელარუსი აპირებდეს ამ პოზიციისგან გადახვევას", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.