ლუკაშენკომ დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება რეაგირება - კალაძე

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ლუკაშენკომ ოკუპაციის კანონი დაარღვია, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. 

"ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში ძალიან შემაშფოთებელია და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან, შესაბამისი უწყების მხრიდან მოჰყვება რეაგირება", - თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი