ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას პოლიტიკური მრჩეველი, ფრანაკ ვიაჩორკა "მთავარ არხთან" ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტს" ეხმაურება. ვიაჩორკა ამბობს, რომ ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი სევტალანა ტიხანოვსკაია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. მისივე თქმით, ტიხანოვსკაია, ასევე დაგმობს ნებისმიერ მცდელობას რომელიც მიმართული იქნება ლუკაშენკოს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებასთან.
"ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში მხოლოდ იმაზე მიანიშნებს რომ ლუკაშენკო და პუტინი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. მას შემდეგ რაც სოჭში მოლაპარაკებები გამართეს, პუტინმა მას მოთხოვნები წაუყენა. ის ან აფხაზეთის, ოსეთისა და ყირიმის დამოუკიდებლობას აღიარებს, ან პუტინი დახმარებას შეუწყვეტს. ლუკაშენკო 2020 წლის შემდეგ აღარ წარმოადგენს ბელარუსს. მას არ აქვს უფლება ბელარუსი ხალხის სახელით ისაუბროს. ჩვენი ერი არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ საქართველოს მხარეს ვიყავით 2008 წელსაც და დღესაც ქართველი ხალხის გვერდზე ვდგავართ. ლუკაშენკოსა და პუტინის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია მიუღებელია. რუსეთი შეეცდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისეთივე სამარცხვინო რეფერენდუმი მოიფიქროს, როგორც უკრაინის ტერიტორიებზე გააკეთა. ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი სვეტალანა ტიხანოვსკაია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე დაგმობს ნებისმიერ მცდელობას რომელიც მიმართული იქნება ლუკაშენკოს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებასთან." ამბობს ვიაჩორკა "მთავართან"
დღეს, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.