
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ეხმაურება და მომხდარს მკაცრად გმობს:
"კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს", - წერს ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.