პოსტსაბჭოთა ქვეყნების თანხმობა და მხოლოდ საქართველოს უარი. გიორგი ვაშაძის სკანდალური მხილება. ირკვევა, რომ ოცნების ხელისუფლება გამონაკლისია იმ სახელმწიფოებს შორის რომელმაც უარით უპასუხა სტრატეგიულ პარტნიორებს დახმარებოდა უკრაინას საბჭოთა შეიარაღებით და სანაცვლოდ უახლესი სამხედრო აღჭურვილობა მიეღო.
აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეიარაღების გაძლიერებასთან ერთად, მფრინავების გადამზადებაზე რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის პარალელურად დაიწყო. რომელიც ოფიციალური თბილისის უარით დასრულდა. "ოცნებამ" პარტნიორების შეთავაზებაც და მოლაპარაკებაც გასაიდუმლოებულოდ დატოვა.
საუბარია დახმარების მრავალმილიარდიან პაკეტზე, რომელიც გააძლიერებდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკას სურდა საქართველო, სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნების მსგავსად დახმარებოდა უკრაინას საბჭოთა ტიპის იარაღით რუსეთთან ბრძოლაში, სანაცვლოდ კი ჩვენ მივიღებდით თანამედროვე, უახლეს შეიარაღებას, მფრინავების გადამზადებას.
ეს შეთავაზება მხოლოდ საქართველოს არ მიუღია, ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყანას შტატებმა მსგავსი წინადადებით მიმართა და ყველა დათანხმდა უკრაინისთვის საბჭოთა შეიარაღების გადაცემას, გამონაკლისი აღმოჩნდა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც დახმარება არ მიიღო.
მოლაპარაკებების თარიღად სახელდება ის პერიოდი, როდესაც პუტინმა იერიში მიიტანა უკრაინაზე, სავარაუდოდ მარტში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ინფორმაცია არ აქვს მხოლოდ გიორგი ვაშაძეს. გასაიდუმლოებული მოლაპარაკებების შესახებ იციან უსაფრთხოების ექსპერტებმაც.