ლუკაშენკოს "ვიზიტი" ადასტურებს ბელარუსისა და რუსეთის უპატივცემულობას გაეროს წესდების მიმართ - კალინდრა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ეხმაურება.

ანდრიუს კალინდრა წერს, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი ადასტურებს ბელარუსისა და რუსეთის უპატივცემულობას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიმართ.

"ბელარუსის რეჟიმის ლიდერის, ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში, აფხაზეთის რეგიონში ადასტურებს ბელარუსისა და რუსეთის უპატივცემულობას გაეროს წესდების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიმართ.

ლიეტუვა რჩება საქართველოს მხარდაჭერის ერთგული, - წერს ანდრიუს კალინდრა. 

ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი