ბელარუსის მარგინალიზებული “ლიდერის” სამარცხვინო ნაბიჯი - კვირიკაშვილი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ექსპრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ეხმაურება.

კვირიკაშვილი ლუკაშენკოს ნაბიჯს სამარცხვინოს უწოდებს:

"ბელარუსის მარგინალიზებული “ლიდერის”, ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი - იმოქმედოს როგორც რუსეთის სახელმწიფოს კიდევ უფრო მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა. ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს მშვიდობიანად იცხოვრონ ერთიან საქართველოში - იმედია უფრო ადრე, ვიდრე გვიან", - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი