
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტს" უკანონო ქმედებას უწოდებს.
"პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას", - წერს დარჩიაშვილი.
ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.