ბრიტანეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე - ელჩი

გამოქვეყნდა:

"გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე" - ასე ეხმაურება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩია ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდ ლუკაშენკოს ვიზიტს:

"ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის გაეროს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაციაა. გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე", - წერს  მარკ კლეიტონი.

ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი