ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი – წულუკიანი

გამოქვეყნდა:

ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი – ამის შესახებ  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "იმედის" ეთერში განაცხადა. 

„ინფორმაცია, რომ კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან ჩემდამი იყო რაიმე წინააღმდეგობა, არის სიცრუე. ჩვენ გვყავს მოკრივეები, რომლებიც ერთი მეორეზე ღირსეული არიან თავიანთი ქცევით, არა მხოლოდ მიღწევებით, არამედ ქცევით. რაკი ამ თემამ ასეთი გამოხმაურება მიიღო, გეტყვით, რომ კი ბატონო, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს ქმედება ჩემს გონებასა ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ წელს იმხელა შედეგები აჩვენეს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, მაგრამ ეს არის ასე. როგორც მეუბნებიან, მას აქვს განცდა, რომ უნდა, ჩაებღაუჭოს ფედერაციას, მაგრამ ამ ადამიანს, რომელიც პრინციპში, ამ ფაქტის შემდეგ არავინ არ არის, ცარიელი ადგილია. მე ქართულ კრივს ვერ დავაღუპინებ, რადგან მე ვარ სპორტის მინისტრი, მევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა მათ ექნებათ“

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი