"იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდეც" - ბჟანია ლუკაშენკოს ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენი ურთიერთობები ახალ ხასიათს იძენს, მას ახალი ბიძგი მიეცა"- ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით.

ბჟანია იმედოვნებს, რომ ლუკაშენკო  აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებს და ნელ-ნელა ამ საკითხამდეც მივლენ.

"ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: ჩვენი ურთიერთობები  ახალ ხასიათს იძენს, მას ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდეც. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ  პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. მე კმაყოფილი ვარ შეხვედრით," - ამბობს ბჟანია.

ცნობისთვის,  28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.  აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი